logo
ENG



კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" გამოაცხადეს

10 აგვ 202410:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/10/jl13ewp4rzb9s8f.jpg

რუსეთში, კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" გამოაცხადეს. სამივე ოლქი უკრაინას ესაზღვრება.

რეჟიმის გამოცხადებაზე უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსმა მიიღო გადაწყვეტილება.

რუსული კანონის თანახმად "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" წარმოადგენს სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც აუცილებელია პოტენციური ტერორისტული თავდასხმების შედეგების შემცირებისთვის. აღნიშნული რეჟიმის დროს ხელისუფლებას გარკვეული ტერიტორიიდან მოსახლეობისა და ავტომობილების ევაკუაციის უფლება აქვს, შეიძლება გაითიშოს კავშირგაბმულობა, გაკონტროლდეს სატელეფონო საუბრები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს სასამართლოს განჩინების გარეშე ნებისმიერ ობიექტში შესვლა შეუძლიათ.

კურსკის ოლქში ბრძოლები გრძელდება. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, უკრაინა დაკავებულ ტერიტორიებზე გამაგრებას ცდილობს.


close დახურვა